საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელთან ტყეში ხანძარია. უწყებაში ამბობენ, რომ რთული, კლდოვანი რელიეფის გამო ადგილზე სახანძრო მანქანები ვერ შედიან, ამის გამო ხანძრის ქრობის პროცესი ცოცხალი ძალით მიმდინარეობს. ქრობის პროცესში ასევე ჩაერთო ვერტმფრენიც.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, ხანძარი გუშინ გაჩნდა და ადგილზე მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ჯერჯერობით უცნობია რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.