ახალი ამბები

გორში, სოფელ საყავრესთან ხანძარი 40 ჰექტარზეა გავრცელებული

22 აგვისტო, 2019 • 1282
გორში, სოფელ საყავრესთან ხანძარი 40 ჰექტარზეა გავრცელებული

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი 40 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული და ქვედა საფარი და შერეული ტყე იწვის.

ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა, 170 მეხანძრე-მაშველი.

უწყებაში ამბობენ, რომ ადგილზე ეწყობა საველე შტაბი, საიდანაც მოხდება ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია.

ხანძრის ქრობის ოპერაციაში ოპერაციაში ჩართულია როგორც შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის, ასევე, სამცხე-ჯავახეთის და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

მასალების გადაბეჭდვის წესი