გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი 40 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული და ქვედა საფარი და შერეული ტყე იწვის.

ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა, 170 მეხანძრე-მაშველი.

უწყებაში ამბობენ, რომ ადგილზე ეწყობა საველე შტაბი, საიდანაც მოხდება ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია.

ხანძრის ქრობის ოპერაციაში ოპერაციაში ჩართულია როგორც შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის, ასევე, სამცხე-ჯავახეთის და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.