ახალი ამბები

შსს: კანონის ამოქმედებიდან დღემდე, პოლიციამ სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა

22 აგვისტო, 2019 • 836
შსს: კანონის ამოქმედებიდან დღემდე, პოლიციამ სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 3 თვეში, მას შემდეგ, რაც სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი ამოქმედდა, პოლიციამ 11 ასეთი ფაქტი გამოავლინა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ კანონის ეფექტიანი აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას პოლიციელთა შესაძლებლობების გაზრდაზე მათთვის ტრენინგების ჩატარებისა და შესაბამისი ინსტრუქციების
მომზადების გზით.

“სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ განხორციელებული არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და პირს უქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში, თუ თქვეს მიმართ ადგილი ექნება სექსუალურ შევიწროებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ პოლიციას”, – წერია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი