ახალი ამბები

გათავისუფლებულია იმ სკოლის დირექტორი, რომელთანაც სარალიძე-დადუნაშვილი მოკლეს

22 აგვისტო, 2019 • 1570
გათავისუფლებულია იმ სკოლის დირექტორი, რომელთანაც სარალიძე-დადუნაშვილი მოკლეს

51-ე საჯარო სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე თანამდებობიდან გათავისუფლებულია. ეს ის სკოლაა, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც, კერძოდ კი ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის დეკემბერში ორი არასრულწლოვანი — დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს.

ნეტგაზეთი ელოდება პასუხს განათლების სამინისტროდან, თურქაძე საკუთარი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს თუ რაიმე სხვა მიზეზით.

თურქაძე 2018 წელს თვითონ ითხოვდა გადადგომას, თუმცა იმავე წლის სექტემბერში სკოლის სამეურვეო საბჭომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი