საგარეო საქმეთა სამინისტრო 2015 წლის 12 თებერვლის მინსკის შეთანხმების ხელმომწერ მხარეებს მოუწოდებს, რომ სრულად შეასრულონ აღებული ვალდებულებები.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დებალცევოში საბრძოლო მოქმედებების განახლება წარმოადგენს მინსკში მიღებული შეთანხმების ცეცხლის შეწყვეტის, მძიმე შეიარაღებული ფორმირებებისა და სამხედრო ტექნიკის გაყვანის თაობაზე შესაბამისი მუხლების უხეშ დარღვევას და სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს მოცემული შეთანხმების რეალიზაციის შესაძლებლობას.
“ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ სეპარატისტები დღემდე არ აძლევენ საშუალებას ეუთო-ს სპეციალურ სადამკვირვებლო მისიას, მონიტორინგი განახორციელოს დებალცევოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე,”– ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
BBC-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად გაეროს მშვიდობისმყოფელების განლაგება მოითხოვა.
უსაფრთხოების საკითხებზე საგანგებო შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ მშვიდობისმყოფელების განთავსება უსაფრთხოებას უზრუნველყოფს “იმ სტუაციაში, როდესაც დაპირება მშვიდობის შესახებ არ სრულდება”. პროროშენკოს თხოვნა უკრაინის ეროვნული უშუშროებისა და თავდაცვის საბჭომ ოთხშაბათს, საგანგებო შეხვედრაზე დააკმაყოფილა
“ნორმანდიული ოთხეულის” მოლაპარაკებების ფარგლებში მინსკში მიღებული შეთანხმების დოკუმენტის პირველივე პუნქტი ცეცხლის შეწყვეტას შეეხება. მოლაპრაკების თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი 15 თებერვლის 00:00 საათიდან უნდა შეწყვეტილიყო.