დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair-ი მომავალი წლიდან თბილისის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან 12 მიმართულებით იფრენს. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა კომპანიის წარმომადგენელთან ერთად განაცხადა.
ნათია თურნავას თქმით, კომპანია წელს 3 მიმართულებით მათ შორის თბილისი-მილანი, ქუთაისი-ბოლონია და ქუთაისი-მარსელის მიმართულებით განახორციელებს ფრენებს მომავალი წლიდან კი ერთ-ერთი ახალი მიმართულება კიოლნი იქნება.
პირველ ეტაპზე Ryanair თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით მილანში იფრენს, ხოლო ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს რეისებს.