ახალი ამბები

Ryanair-თან ხელშეკრულება დღეს ფორმდება – ფრენები ქუთაისიდან და თბილისიდან შესრულდება

21 აგვისტო, 2019 • 5595
Ryanair-თან ხელშეკრულება დღეს ფორმდება – ფრენები ქუთაისიდან და თბილისიდან შესრულდება

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დღეს, 21 აგვისტოს, 14.00 საათზე, საქართველოს  მთავრობის ადმინისტრაციაში (მე-3 სართ. საკონფერენციო დარბაზი). ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.

ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და Ryanair-ის კომერციული დირექტორი დევიდ ო’ ბრაიენი. ხელმოწერას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა დაესწრება.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის მიმართულებით როგორც ქუთაისის, ისეთი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს.

პირდაპირი რეისების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი