ახალი ამბები

საოკუპაციო ხაზიდან გატაცებულები ქართულ მხარეს გადმოსცეს

20 აგვისტო, 2019 • 1025
საოკუპაციო ხაზიდან გატაცებულები ქართულ მხარეს გადმოსცეს

ცხინვალის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოსურმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, ქართულ მხარეს გადასცენ ის 8 პირი, რომლებიც საოკუპაციო ხაზიდან რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს.

როგორც ოსური მხარე იტყობინება, 8 პირი “საზღვრის უკანონო კვეთის” ბრალდებით დააკავეს და ცხინვალის სასამართლომ ისინი დააჯარიმა.

ცხინვალში გატაცებულები უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან და საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოს 8 მოქალაქე რამდენიმე დღის წინ გორის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა ცხინვალის მიმართულებით გაიტაცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი