ახალი ამბებირეკლამა

მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის დასაფარად ალდაგი ჯივიპის ნახევარ მილიონ ლარს აუნაზღაურებს

20 აგვისტო, 2019 • 874
მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის დასაფარად ალდაგი ჯივიპის ნახევარ მილიონ ლარს აუნაზღაურებს

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ნახევარ მილიონზე მეტ ლარს გადასცემს.

მაგისტრალური წყალსადენის ქსელის დაზიანება რამდენიმე თვის წინ მგალობლიშვილისა და ბარნოვის ქუჩებზე მოხდა. შედეგად, ზარალი მიადგა რამდენიმე კერძო და იურიდიულ პირს. ალდაგის მიერ ანაზღააურებული თანხით კომპანია შეძლებს, სრულად გაისტუმროს დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს ალდაგში დაზღვეული ჰქონდა მესამე პირის წინაშე  პასუხისმგებლობა, რამაც მას საშუალება მისცა სრულად აენაზღაურებინა თანხა მოსახლეობისათვის. მოხარული ვართ, რომ შედგა წარმატებული თანამშრომლობა ორ კომპანიას შორის.

ალდაგი მზადაა, მასთან დაზღვეულ კორპორაციულ კლიენტებს შესთავაზოს მაქსიმალურად სწრაფი და საიმედო მხარდაჭერა, რათა კომპანიება შეძლონ სტაბილური განვითარება და გარემოსა თუ ადამიანების წინაშე აღებული პასუხისმგებლობის შესრულება,- განაცხადა თეონა კვიციანმა, ალდაგის იურიდიული და სადაზღვევო შემთხვევების მართვის დირექტორმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი