ახალი ამბები

დამრჩენი ემსახურება უზურპატორ ივანიშვილს, გელოდებით “მთავარ არხზე” – გვარამია

20 აგვისტო, 2019 • 1792
დამრჩენი ემსახურება უზურპატორ ივანიშვილს, გელოდებით “მთავარ არხზე” – გვარამია

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფეისბუკის პირად გვერდზე ეხმაურება სალიას გადაწყვეტილებას და “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებს თავის არხზე ეპატიჯება.

“გამჩუმებელი – რჩება. დამრჩენი – ემსახურება უზურპატორ ივანიშვილს. გაგრძელებას არ საჭიროებს. გელოდებით “მთავარ არხზე”, – წერს ნიკა გვარამია, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა შპს “მთავარი არხის” მთავარი მეწილე და გენერალური დირექტორი.

“რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ დღეს თქვა, რომ არხიდან ათავისუფლებს მთავარ სახეებს – საინფორმაციოს უფროს ნოდარ მელაძეს, ნანუკა ჟორჟოლიანს, ეკა კვესიტაძეს, გიორგი ლაფერაშვილს და გიორგი გაბუნიას.

სალიას მოსაზრებით, არხის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა არ დგას მხოლოდ ნოდარ მელაძეზე. მან თქვა, რომ “რუსთავი 2-ზე” დარჩება კრიტიკა, თუმცა “არგუმენტირებული”. როგორც მან აღნიშნა, არხის საინფორმაციოს უფროსად განიხილება ნინო შუბლაძის კანდიდატურაც, რომელიც, როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა სალიას ბრიფინგის შემდეგ აღნიშნა, “ქართულ ოცნებაში” მუშაობდა ცოტა ხნის წინ.

ნოდარ მელაძის განცხადებით, არხზე საკადრო წმენიდს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.

სალია მელაძეს, გაბუნიას, კვესიტაძეს და სხვებს R2-დან ათავისუფლებს

მასალების გადაბეჭდვის წესი