ახალი ამბები

სალია მელაძეს, გაბუნიას, კვესიტაძეს და სხვებს R2-დან ათავისუფლებს

20 აგვისტო, 2019 • 2509
სალია მელაძეს, გაბუნიას, კვესიტაძეს და სხვებს R2-დან ათავისუფლებს

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, არხის საინფორმაციო სამსახურის უფროს ნოდარ მელაძეს, ტელეწამყვანებს, ეკა კვესიტაძეს, ნანუკა ჟორჟოლიანს, გიორგი გაბუნიას და არხის პოლიტიკური შოუების პროდიუსერ გიორგი ლაფერაშვილს სამსახურიდან გაათავისუფლებს:

“ჟურნალისტი, რომელიც არხზეა დასაქმებული როდესაც აპირებს რაღაცის გასაჩივრებას,  ან ის სხვასთან ერთად რაღაცას ასაჩივრებს ან თავს მოიაზრებს იმ ადამიანებთან, ვისაც სარჩელი აქვს შეტანილი და სტრასბურგში აპირებს დავას, ეს ინტერესთა კონფლიქტია და ვთვლით, რომ ასეთი ადამიანები ვერ იმუშვებენ არზე.

მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება და იმ ადამიანებზე, ვინც ახლა შვებულებაში არიან და აკეთებენ უპასუხისმგებლო განცხადებებს, რომ თურმე სხვა არხის დაუძნებაში იღებენ მონაწილებას, რაც ჩვენი ხელშეკრულებით აკრძალულია. ეკა კვესიტაძემ განაცხადა, რომ ის და მისი გუნდი გვარამიასთან ერთად აკეთებს ახალ ტელევიზიას, როგორ შეიძლება ორ არხზე მუშაობდეს ერთდროულად” – ამბობს სალია.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია ნოდარ მელაძის  და გიორგი გაბუნიას გათავისუფლებასთან დაკავშირებითაც. პაატა სალიას განცხადებით, ნიკა გვარამიასთან სასამართლო დავის გარდა, სარჩელით სასამართლოს შეიძლება ამ პირების მიმართაც მიმართონ:

“ისინი გათავისუფლდნენ იმ ზარალიდან გმაომდინარე, რომელიც კომპანიას მიადგა. ისევე როგორც გვარამიას წინააღმდეგ, დიდი ალბათობით, ამ პირების წინააღმდეგაც მოგვიწევს სასამართლოში დავა და ვერ წარმოგვიდგენია იმ პირებს ვედაოთ, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ მაღალ თანამდებობებზე” – ამბობს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი.

პაატა სალია ასევე აცხადებს, რომ მენეჯმენტი არხის ჟურნალისტების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებს და აღნიშნავს, რომ ნოდარ მელაძე სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი არ ყოფილა:

“ასეთ ვითარებაში, როდესაც არხზე მომუშავე ჟურნალსიტები თვლიან, რომ მენეჯმენტთან ბრძოლის რეჟიმში არიან და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენი აზრით დავალებულები არიან სხვისგან. ჩვენი მიზანია, რომ ეს გუნდი იყო ძლიერი და კრიტიკული. ჩვენ სულ ვსაუბრობთ, რომ ვიღაცა არის დამოუკიდებლობის გარანტი სარედაქციო დაოუკიდებლობის. არხზე ბევრი პროფესიონალი ჟურნალისტია, იმედი მაქვს დარჩებიან და მათ საქმიანობაში არავინ აპირებს ჩარევას.

მე არ მჯერა, რომ ერთი ადამიანი იყოს ამის გარანტი, თქვენ თავად ხართ თქვენი სიტყვის თავისუფლების გარანტი. ამ ეტაპზე ჩვენი თხოვნაა არხმა შეინარჩუნოს სიმშვიდე, კურიერმა შეინარჩუნოს კრიტიკულობა და სიმწვავე. როცა მეტ კრიტიკულობაზე ვსაუბრობ, არგუმენტირებულ, დასაბუთებულ კრიტიკაზე, რაც კრიტიკის ობიექტს არ გაუწევს დათვურ სამსახურს დაუსაბუთებელი კრიტიკის შემთხვევაში. თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ ამის გაკეთება ნოდარ მელაძის გარეშე არ შეგიძლიათ, თქვენი გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოთ, თუმცა თქვენს საქიანობაში არავინ ჩაერევა” – ამბობს სალია.

თანამშრომლები, რომლის გათავისუფლებაზეც პაატა სალიამ დღეს ისაუბრა, კრიტიკულად არიან განწყობილი მოქმედი მფლობელისა და ხელისუფლების მიმართ. რაც შეეხება გიორგი გაბუნიას, მას შემდეგ, რაც მან რამდენიმე კვირის წინ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეაგინა, ეთერში გასვლა 2 თვით, ჯერ კიდევ ნიკა გვარამიას მმართველობისას შეუზღუდეს გადაცემების წაყვანა, თუმცა ის ეთერში შემოდგომიდან უნდა დაბრუნებულიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი