ახალი ამბები

მაქვს შემოთავაზება კერძო ბიზნესიდან, თუმცა ჩემთვის პენსია ჯერ ადრეა – ჟორჟოლიანი

20 აგვისტო, 2019 • 3060
მაქვს შემოთავაზება კერძო ბიზნესიდან, თუმცა ჩემთვის პენსია ჯერ ადრეა – ჟორჟოლიანი

“როგორც პაატა სალიამ პირდაპირ ეთერში შემატყობინა, გამათავისუფლა იმიტომ, რომ ქიბარ ხალვაში არ მიყვარს, არ მომწონს და არ ვგულშემატკვირებ”, – განაცხადა ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა “რუსთავი 2”-დან მისი გათავისუფლების საკითხის კომენტირებისას.

ჟორჟოლიანის თქმით, მას კონტრაქტით ევალება არა რომელიმე მფლობელის სიყვარული, არამედ მაღალრეიტინგული გადაცემის კეთება, რასაც “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს” წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა და არხზე დიდი შემოსავალი შემოჰქონდა.

“ჩვენ გვყავს წყაროები, მათ შორის, ქიბარ ხალვათშთან დაახლოებულ პირებს ვიცნობ, რომლებმაც მითხრეს, რომ როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღებოდა ჩვენთან დაკავშირებით, ქიბარმა თქვა, რომ ვერ იტანდა ჩემს გამოხატულ სიმპათიებს მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი ხელსუფლების მიმართ. ეს გაცილებით მაკვირვებს, იმიტომ რომ დღეს პაატა სალიამ აქ დაადასტურა, რომ ის ელაპარაკება ადამიანს, რომელიც სწორედ მიხეილ სააკაშვილის დროს აკეთებდა “კურიერს”, რომელიც არ მოსწონდა ჩვენს მაყურებელს. ის ელაპარაკება წამყვან პოზიციაზე ადამიანს, რომელცი შემდეგ, სულ რამდენიმე თვის წინ მუშაობდა ივანიშვილთან. მე მივვდი, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი მოგწონთ, “რუსთავი 2″-ზე პრობლემა არ გაქვთ”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ჟურნალისტის ინფორმაციით, პაატა სალია მოსვლის დღიდან ხელფასებს არ ურიცხავდა. ჟორჟოლიანმა ასევე აღნიშნა, რომ არასოდეს აუღია პრემია “რუსთავი 2”-ში.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ აქვს შემოთავაზება არა მხოლოდ მედიიდან, არამედ კერძო ბიზნესიდან, თუმცა ფიქრობს, რომს მისთვის პენსია ძალიან ადრეა და სანამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაშია, საქმიანობას ისევ მედიაში გააგრძელებს.

“17 წელი გავატარე აქ, ერთხელ მომიწია ამ არხიდან წასვლა, მაგრამ დავბრუნდი და არავინ იცის, მომავალში რა იქნება”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, არხის საინფორმაციო სამსახურის უფროს ნოდარ მელაძეს, ტელეწამყვანებს: ეკა კვესიტაძეს, ნანუკა ჟორჟოლიანს, გიორგი გაბუნიას და არხის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილს სამსახურიდან გაათავისუფლებს.

სალია მელაძეს, გაბუნიას, კვესიტაძეს და სხვებს R2-დან ათავისუფლებს

მასალების გადაბეჭდვის წესი