ახალი ამბები

ზემო კაჭრეთში ტყის საფარი იწვის

20 აგვისტო, 2019 • 1285
ზემო კაჭრეთში ტყის საფარი იწვის

კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძარია. ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს და საძოვარს, ასევე, ეკალბარდს და ბალახს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია კაჭრეთის და გურჯაანის 4 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 20-მდე მეხანძრე მაშველი.

დასახმარებლად გასულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, 6 მანქანა და 30-მდე მეხანძრე მაშველი. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. უწყების ინფორმაციით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი