ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალს მავთულხლართების მონტაჟის განახლებაზე თბილისის კრიტიკა არ მოსწონს

20 აგვისტო, 2019 • 1344
ცხინვალს მავთულხლართების მონტაჟის განახლებაზე თბილისის კრიტიკა არ მოსწონს

მურატ ჯიოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ადგილობრივ მედიასთან საუბარში ამბობს, რომ ქართული მხარის ქმედებები გუგუთიანთკარში მავთულხლართების მონტაჟთან დაკავშირებით “კარგად დაგეგმილი სპექტაკლია”, რომელიც წარმოადგენს საინფორმაციო ომს მათი რესპუბლიკისა და რუსულ-ოსური ურთიერთობების წინააღმდეგ.

“საქართველოს წარმომადგენელთა პროტესტები სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო უწყების მიერ წარმოებულ სახელმწიფო საზღვრის სამუშაოებზე კარგად დადგმული სპექტაკლია, რომელიც საზღვრის ხან ერთ ნაწილში იდგმება, ხან – მეორეში. მიზანი კი საქართველოს მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევაა”, – ამბობს ჯიოევი.

მისივე განცხადებით, ისინი ცალმხრივ რეჟიმში გააგრძელებენ საზღვრის მონიშვნებს, რამდენადაც “ამ კუთხით ქართული მხარე თანამშრომლობაზე არ მოდის”.

რუსმა სამხდროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვა 7 აგვისტოს დაიწყეს.

აღნიშნულ პროცესს საქართველოს ხელისუფლებს გარდა, საერთაშორისო საზოგადოება გამოეხმაურა.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის თქმით, ნატო ცნობს საქართველის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აგრძელებს მოწოდებას მსგავსი უკანონო მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე.

ეს არალეგიტიმურია – აპატურაი გუგუტიანთკარში “საზღვრის” გავლებაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი