ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან კიდევ ერთი პირი გაიტაცეს

18 აგვისტო, 2019 • 1029
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან კიდევ ერთი პირი გაიტაცეს

რუსმა სამხედროებმა საოკუპაცო ხაზთან კიდევ ერთი პირი გაიტაცეს. როგორც “ნეტგაზეთს” სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახურში განუცხადეს, გატაცება ოკუპირებულ სოფელ არცევთან მოხდა.

სუს-ში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

უწყების ცნობით, დღეს გატაცებული პირი ისევე, როგორც 7 მოქალაქე, რომელიც რუსმა სამხედროებმა გუშინ გაიტაცეს, ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან 7 პირი გაიტაცეს

მასალების გადაბეჭდვის წესი