ახალი ამბები

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან 7 პირი გაიტაცეს

17 აგვისტო, 2019 • 1453
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან 7 პირი გაიტაცეს

გორის რაიონში, სოფელ ახალუბანში, საოკუპაციო ხაზთან, რუსმა სამხედროებმა 7 ადგილობრივი გაიტაცეს

როგორც სოფელ ახალუბანში გორის მერის წარმომადგენელმა ტარიელ ვათიაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, 7 ახალგაზრდა კაცი საოკუპაციო ხაზთან წმინდა გიორგის ეკლესიაში იმყოფებოდა. ისინი ბოლოს სწორედ აქ ნახეს. ვათიაშვილის ინფორმაციით, ეკლესიასთან იპოვეს ახალგაზრდების ავტომობილები, თავად ახალგაზრდები კი არ ჩანან. მერის წარმომადგენლის თქმით, ისინი ცხინვალის მიმართულებით გაიტაცეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ზუსტდება ინფორმაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი