ახალი ამბები

მოქალაქეების გატაცება ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობას წარმოადგენს – საგარეო

17 აგვისტო, 2019 •
მოქალაქეების გატაცება ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობას წარმოადგენს – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, უწყება შეშფოთებას გამოთქვამს შიდა ქართლში, საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს 7 მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით.

“იმ პირობებში, როცა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაძაბულია მდგომარეობა სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას. საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში”, – ნათქვამია კონსტანტინიდის განცხადებაში, რომელსაც საგარეო უწყება ავრცელებს.

კონსტანტინიდის თქმით, მათ დაუყოვნებლივ გააქტიურეს ცხელი ხაზი; უკვე დაუკავშირდნენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს; პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

“მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე და პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა არის ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი გზა. მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად”, – აცხადებს საგარეო უწყების სპიკერი.

გორის რაიონის სოფელ ახალუბნიდან საქართველოს 7 მოქალაქე ცხინვალის მიმართულებით 17 აგვისტოს გაიტაცეს,

მასალების გადაბეჭდვის წესი