ახალი ამბები

ეს არის ცოცხალი პროცესი – ბახტაძე სამთავრობო ცვლილებების შესახებ კითხვაზე

16 აგვისტო, 2019 • 1707
ეს არის ცოცხალი პროცესი – ბახტაძე სამთავრობო ცვლილებების შესახებ კითხვაზე

საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე ჟურნალისტების კითხვაზე, იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები და ამ ცვლილებების შემდეგ, შეინარჩუნებს თუ არა ის თანამდებობას, პასუხობს, რომ ეს ცოცხალი პროცესია.

რამდენიმე დღეა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამუკა ბახტაძე სამთავრობო ცვლილებების შედეგად თანამდებობას დატოვებს. ჟურნალისტებთან საუბარში ბახტაძე ამბობს, რომ მთავრობა მალე ახალ პროგრამაზე წარადგენს, რომელზეც, მათ შორის, გუნდის დაკომპლექტებაც იქნება დამოკიდებული.

“საქართველოს პარლამენტში ბუნებრივია მე წარვდგები და წარვადგენ ანგარიშს, გაწეული საქმიანობის შესახებ. ისევე როგორც წარვადგენთ ახალ პროექტებს, მათ შორის, საუბარი იქნება იმ პროექტებზე, რომელიც უნდა დაგვეხმაროს იმ გამოწვევების დაძლევაში, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი საზოგადოება დგას.

მე ვიყავი, ვარ და ვიქნები “ქართული ოცნების“ გუნდის წევრი – პირველი. მეორე, რაც შეეხება ცვლილებებს, ამის შესახებ არაერთხელ განვაცხადე, ჩვენ ვართ ერთი გუნდი, ეს არის ცოცხალი პროცესი.

ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც გვაქვს საქართველსო პარლამენტში წარდგენილი და გვექნება განახლებული პროგრამა. შესაბამისად, გუნდის დაკომპლექტებაც იქნება ამ პროგრამაზე დამოკიდებული. ჩვენ ვართ ორიენტირებული შედეგებზე. სწორედ ის პროგრამა, რომელიც შარშან წავადგინეთ და პროგრამა, რომელსაც წარვადგენთ 2020-თვის არის განმსაზღვრელი და შესაბამისად, ბუნებრივია, ნებისმიერი პოზიცია დაკომპლექდება სწორედ ამ პროგრამის შესაბამისად,“ – ამბობს მამუკა ბახტაძე ჟურნალისტებთან საუბარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი