ახალი ამბები

საგანგაშო სიგნალი, რომელიც რუსეთს აწყობს – ხოშტარია ანაკლიიდან “კონტის“ გასვლაზე

15 აგვისტო, 2019 • 1151
საგანგაშო სიგნალი, რომელიც რუსეთს აწყობს – ხოშტარია ანაკლიიდან “კონტის“ გასვლაზე

დეპუტატი “ევროპული საქართველოდან“ ელენე ხოშტატია მიიჩნევს, რომ ანაკლიის კონსორციუმიდან “კონტი ჯგუფის“ გასვლა ის საგანგაშო სიგნალია, რომელიც რუსეთს აწყობს.

რუსთავი 2-თან საუბარში ხოშტარია ამბობს, რომ ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, პროექტი დაანგრია.

“ეს არის საგანგაშო სიგნალი, ეს პროექტი კი არის სტრატეგიული მნიშვნელობის. საგანგაშო სიგნალი, რომელიც აწყობს რუსეთს და რომელიც აწყობს ხელისუფლებას. კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რა დასკვნების გაკეთება შეიძლება აქედან გამომდინარე ჩვენი ხელისუფლების შესახებ,“ – აცხადებს ის.

დღეს 15 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ამერიკულმა კომპანია “კონტი ჯგუფმა” ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. “კონტი ჯგუფი”  ქართულ “თიბისი ჯგუფთან ერთად” ერთ-ერთი დამფუძნებელია ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა, რომელიც მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და განვითარებაზეა პასუხისმგებელი.

ამერიკული “კონტი ჯგუფი” ანაკლიის კონსორციუმს ტოვებს

მასალების გადაბეჭდვის წესი