ახალი ამბები

Facebook-ის თანამშრომლები მომხმარებლების აუდიო შეტყობინებებს უსმენდნენ

14 აგვისტო, 2019 • 1476
Facebook-ის თანამშრომლები მომხმარებლების აუდიო შეტყობინებებს უსმენდნენ

Facebook-ის თანამშრომლები მომხმარებლების აუდიო შეტყობინებებს უსმენდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება წერს, კომპანიას დაქირავებული ჰყავდა ასობით თანამშრომელი, რომლებიც მესენჯერში გაგზავნილი აუდიო შეტყობინებების ტრანსკრიპტს აკეთებდნენ.

BBC-ს ცნობით, წარსულში მსგავსი პრაქტიკა ჰქონდათ Google-ს, Apple-ს, Microsoft-სა და Amazon-ს.

Facebook-ის განცხადებით, აღნიშნული პრაქტიკა “ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ” შეწყვიტეს.

როგორც BBC Bloomberg-ზე დაყრდნობით წერს, მომხმარებლების საუბრის აუდიო ჩანაწერებს თანამშრომლებს გადასცემდნენ, თუმცა აღწერილი არაა მათი მოპოვება როგორ ხდებოდა.

თავად Facebook-ში კი აღნიშნავენ, რომ ჩანაწერების ტრანსკრიპტის მომზადება ხელით ხდებოდა, რათა ხელოვნურ ინტელექტზე მომუშვე სისტემები გაეუმჯობესებინათ, რათა სამომავლოდ, ავტომატურად შეძლონ დიალოგების ფაშიფრვა და პროგრამების დახვეწა.

მათი თქმით, ეს მხოლოდ იმ მომხმარებლების მიმოწერას ეხებოდა, რომლებსაც არჩეული ჰქონდათ ტრანსკრიფტის სერვისი და მიკროფონზე აპლიკაცისთვის წვდომა ჰქონდათ დაშვებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი