ახალი ამბები

ბახტაძე R2-ის გაყიდვაზე: ოპონენტების ნაწილი კონსპირაციული თეორიების შეთხზვითაა დაკავებული

13 აგვისტო, 2019 • 767
ბახტაძე R2-ის გაყიდვაზე: ოპონენტების ნაწილი კონსპირაციული თეორიების შეთხზვითაა დაკავებული

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ზღაპრებს უწოდებს ოპონენტების მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებული პროცესების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

“სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილი მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შეთხზვით არის დაკავებული. სხვა კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ იმ ზღაპრებზე, რაც მე მოვისმინე გუშინ. მედიაპლურალიზმი და მედიათავისუფლება არის ის მონაპოვარი და მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელიც გვაქვს. მედიაპლურალიზმი და მედიათავისუფლება საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი”,- განაცცადა ბახტაძემ.

ბახტაძის თქმით, კითხვა, თუ რატომ გადაწყვიტა ახლა ტელეკომპანიის გაყიდვა ქიბარ ხალვაშმა, თავად ხალვაშს უნდა დაუსვათ და თვითონ ამ საკითზე მეტ კომენტარს ვერ გააკეთებს.

ქიბარ ხალვაში “რუსთავი 2-ს” ყიდის

მასალების გადაბეჭდვის წესი