ახალი ამბები

ბახტაძე: ძირითად კრიტიკულ ინფრასტრუქტურას 2022 წლის ჩათვლით დავასრულებთ

13 აგვისტო, 2019 •
ბახტაძე: ძირითად კრიტიკულ ინფრასტრუქტურას 2022 წლის ჩათვლით დავასრულებთ

ძირითად კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დავასრულებთ 2022 წლის ჩათვლით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ
საავტომობილო გზების დეპარტამენტის 6 თვის ანგარიში წარდგენაზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ განსაკუთრებით გამოყო ორი პროექტი, რომელიც, მისი თქმით, ისტორიული მნიშვნელობისაა. ესენია: რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალი და კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი. ამ უკანასკნელის მშენებლობა, ბახტაძის თქმით, წლის ბოლომდე დაიწყება. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე კი, დღეის მდგომარეობით, სამუშაოები მიმდინარეობს 2 მონაკვეთზე, ხოლო დარჩენილი 2 მონაკვეთიდან, პირველ მონაკევთზე სატენდერო პროცედურები დასრულების ეტაპზეა, ბოლო მონაკვეთზე კი წინადადებების მიღება მიმდინარეობს.
ჩქაროსნული მაგისტრალების გარდა, პრემიერი მოსახლეობას ჰპირდება, რომ ეტაპობრივად შესაბამისი სტანდარტის გზა დაიგენა ყველა დასახლებულ პუნქტამდე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, 2019 წლის პირველ ნახევარში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე 397 838 275 ლარი დაიხარჯა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 36.4%-ით მეტია.

მიმდინარე წლის ბოლომდე საავტომობილო გზების დეპარტამენი 550 კმ. გზის რეაბილიტაციას გეგმავს. 2019 წელს, 6 თვის განმავლობაში სულ 228 ტენდერი გამოცხადდა და 541 103 278 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაფორმდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2019 წლის ბიუჯეტი 1 302 050 000 ლარს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი