ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

სახლი სამჯერ, თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში დავკარგე – ნინო მელანაშვილი [ვიდეო]

13 აგვისტო, 2019 • 2962
სახლი სამჯერ, თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში დავკარგე – ნინო მელანაშვილი [ვიდეო]

49 წლის ნინო მელანაშვილი სამგზის დევნილია. პირველად, ბავშვობაში სახლი თბილისში დაკარგა, როდესაც სახლში გაჩენილ ხანძარს მისი ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა. 12 წლის ნინო მელანაშვილზე და მის 3 წლის დაზე მეურვეობა დეიდამ იკისრა, რომელმაც ბავშვები  საკუთარ სახლში, აფხაზეთში, გაგრაში წაიყვანა. აფხაზეთის ომის დროს ოჯახმა სახლი ისევ დაკარგა და ნინო მელანაშვილი კვლავ დევნილი გახდა.

მოგვიანებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, კიდევ ერთი სახლი, ამჯერად ცხინვალში დაკარგა. ომის დღეებშივე გორის სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა.

“ომის დღეებში ჰოსპიტალიდან ვერ გამოვედით. ყველა დაჭრილს, მათ შორის რუს ჯარისკაცებს, ჩვენ ვმკურნალობდით. საბოლოოდ, რამდენიმე დღის შემდეგ, ცხედრებთან ერთად გამოვედით გორიდან.

ზოგადად, ეს ომი ორმაგად ტრაგიკული გახდა ჩემთვის, იმიტომ, რომ ცხინვალში მამაჩემის სახლიც დავკარგე”.

ნინო მელანაშვილს ამჟამად აფხაზეთიდან დევნილის სტატუსი აქვს, თუმცა სახელმწიფოს არასდროს დაუკმაყოფილებია საცხოვრებლით.

“იმის გამო, რომ მეუღლე თბილისელი იყო, ბინის გადმოცემაზე უარი მითხრეს”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი