“დანაშაული მხოლოდ ერთია, როცა ქუცნაშვილი ამ თემაზე მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდა, როცა თავისი კანდიდატურა დააყენა და ნახა, რომ ეს კრიტერიუმები თავის კანდიდატურას მთლად ბოლომდე ვერ ერგება. გარიცხვაზე არაა საუბარი, თუმცა მორალურ საქციელზე ზოგს მოეკითხება პასუხი”, – განაცხადა დავით საგანელიძემ “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა შეეხება დაპირისპირებას დავით საგანელიძესა და ზაქარია ქუცნაშვილს შორის. ქუცნაშვილსა და საგანელიძეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქუცნაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯომარის პოსტზე, რომელიც თვის ბოლოს ვაკანტური გახდება საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა.
დაპირისპირების მიზეზად დავით საგანელიძის მხრიდან ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატებისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევი კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციის არმიწოდება სახელდება.