49 წლის ნინო მელანაშვილი 10 წლის იყო, როცა თბილისში მის ოჯახს სახლი დაეწვა, რასაც დედა, ბებია და უმცროსი და შეეწირნენ. ნინო და მისი მცირეწლოვანი და დეიდამ გაგრაში წაიყვანა, სადაც გაიზარდნენ.
აფხაზეთის ომის დროს ნინოს და მის დას გაგრის დატოვება მოუხდათ. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კი ნინო მელანაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა. აგვისტოს ომის დროსვე დაიბომბა სოფელი, სადაც ნინოს მამის სახლი მდებარეობდა. ნინოს მას შემდეგარ უნახავს მშობლებისა და დის საფლავი.
ნახეთ “ნეტგაზეთის” ვიდეო და მოისმინეთ ნინოს ისტორია აფხაზეთის ომზე და გაიგეთ, რა ხდებოდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში აგვისტოს ომის დროს: