თბილისში მცხოვრებ მოსარჩელეს გასაჩივრებული აქვს რამდენიმე საკანონმდებლო ნორმა, რომელიც განსაზღვრავს პირადობის მოწმობისა და ასევე პასპორტის ფორმის დამტკიცების წესს. მოქალაქე თენგიზ ლატარია თავისი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვს იმ ნორმების გაუქმებას, რაც ID ბარათის გაცემის წესებს ადგენს.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „სადვო ნორმები ეწინააღმდეგება მართლმადიდებელ ქრისტიანთა აღმსარებლობას, ვინაიდან პირადობის მოწმობისა და პასპორტის მონაცემებში არსებული პირადი ნომრები, ფოტოსურათი და ასევე სხვა მახასიათებლები წარმოადგენს ანტიქრისტეს ბეჭედს“.
სასარჩელო მოთხოვნაში ასევე წერია, რომ ID ბარათზე დატანებული სხვადასხვა ნიშანი არის მხეცის ნიშანი.
პროცესს ესწრება ორი სასულიერო პირიც. ისინი, ისე როგორც მხარეები, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსარჩელემ 2014 წლის ივნისში მიმართა.