ახალი ამბები

მივესალმებით ნებისმიერ აქტივობას, რომელიც პროექტს წარმატებით დაასრულებს – ბახტაძე ანაკლიაზე

6 აგვისტო, 2019 • 665
მივესალმებით ნებისმიერ აქტივობას, რომელიც პროექტს წარმატებით დაასრულებს – ბახტაძე ანაკლიაზე

მამუკა ბახტაძის თქმით, ხელისუფლება მიესალმება ნებისმიერ აქტივობას კონსორციუმის მხრიდან, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას წარმატებით დაასრულებს. ამ განცხადებით ბახტაძე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოში ახალი წევრების დანიშვნას გამოეხმაურა.

“ანაკლიის პროექტს აქვს ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა, ამის შესახებ ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია და ჩვენ გადავდგით ყველა ნაბიჯი იმისთვის, რომ აღნიშნული პროექტის რეალიზაცია მოხდეს წარმატებით. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ აქტივობას კონსორციუმის მხრიდან, რომელიც გამოიწვევს აღნმიშნული პროექტის წარმატებით დასრულებას“, – ამბობს ბახტაძე.

ამ განცხადების შემდეგ ჟურნალისტებმა ჰკითხეს ბახტაძეს, პროექტის წარუმატებლობის შემთხვევაში, იღებს თუ არა ხელისუფლება თავის წილ პასუხისმგებლობას და განმარტეს, რომ რიგი ფინანსისტები სწორედ ასე ფიქრობენ, რაზეც ბახტაძემ უპასუხა:

“სახლემწიფომ გამოისყიდა მიწები, რომ გადასცემოდა კონსორციუმს, აიღო მთავრობამ ვალდებულება და  ამას სჭირდება რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია –  რომ შექმნას დამატებითი ინფრასტრუქტურა, იქნება ეს რკინიგზა, საავტომობილო გზა თუ ნებისმიერი სხვა საკითხი.

ჩვენ შევძელით, რომ ანაკლიის პროექტი დაფიქსირებულიყო პრიორიტეტულ სიაში  ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის. და ფინანსისტებთან მაქვს შეკითხვა, რომლებიც თავის თავებს ექსპერტებად მოიხსენიებენ – ამის შემდეგ, ნუთუ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფომ გააკეთა თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი აშენებულიყო. დიახ, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი და უფრო მეტიც – ჩვენ გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომელიც იქნება აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი და საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი,“.

გუშინ, 5 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოში ახალი წევრები შევლენ. კონსორციუმში ამბობენ, რომ კანდიდატთა დანიშვნასთან დაკავშირებული შესაბამისი კორპორაციული ფორმალობების გავლის შემდეგ, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მაიკლ ქაუგილი შეუდგება, ხოლო თედ ჯონასი და ჟან-პატრიკ ვუაზა საბჭოს რიგითი წევრები იქნებიან.

რაც შეეხება მამუკა ბახტაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ისინი კონსორციუმის მენეჯმენტს ტოვებენ.

ვრცლად ამ თემაზე:

ანაკლიის კონსორციუმმა სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები წარადგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი