ახალი ამბები

სამეგრელოს სოფლებიდან 40 720 ღერი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

6 აგვისტო, 2019 • 785
სამეგრელოს სოფლებიდან 40 720 ღერი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის რაიონ სოფლებში, რუხში, დარჩელში, ყულიშკარში, ჯიხაშკარში, ჩხოროწყუს რაიონ სოფელ ხაბუმეში და წალენჯიხაში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, უაქციზო სიგარეტის (ჯამში, 40,720 ღერი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი