ახალი ამბები

უსუფაშვილის თქმით, ეროვნული სირცხვილია, რომ მკვლელობაში პოლიციელია ბრალდებული

9 თებერვალი, 2015 • • 1007
უსუფაშვილის თქმით, ეროვნული სირცხვილია, რომ მკვლელობაში პოლიციელია ბრალდებული

“თუ ეს ასეა და თუ ეს დადასტურდება სასამართლოს მიერაც, ეს, ერთი მხრივ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქმის გახსნა და ამის გამო ვინც იღვაწა და აგრძელებენ საქმიანობას, დიდი მადლობა ეკუთვნით. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არის ეროვნული სირცხილი, როდესაც პოლიციის თანამშრომელი ნაცვლად იმისა, რომ იცავდეს ადამიანის უფლებებს, გეგმავს და ახორციელებს ასეთ საზარელ დანაშაულს. ეროვნული სირცხვილი რომ აღარ განმეორდეს, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ამბები, თავიდან ავიცილოთ პოლიციაში თუ ნებისმიერ სხვა უწყებაში ასეთი ადამიანების სამსახური, რომლებიც ასეთი თემებით არიან დაკავებულნი, ამისთვის არის საჭირო დაუყოვნებლივ რეფორმა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ეს განცხადება “რედისონ ბლუ ივერიაში” გააკეთა, სადაც კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის” აწყობს საზოგადოებრივ ფორუმს პროკურატურისა და შსს-ს რეფორმის საკიხთზე. კოალიციაში 30 არასამთავრობო ორგანიზაცია შედის.

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი