ახალი ამბებირეკლამა

ერეკლე დეისაძე: ადამიანები ციხიდან გამოსვლის შემდეგ განწირულები არიან

11 აგვისტო, 2019 •
ერეკლე დეისაძე: ადამიანები  ციხიდან გამოსვლის შემდეგ განწირულები არიან

ერეკლე დეისაძე, მუსიკოსი, მწერალი:

სახელმწიფოს რესოციალიზაციის პოლიტიკა არ გააჩნია, რასაც ფონად მძიმე სოციალური გარემო ერთვის – ადამიანებს გადარჩენაზე უწევთ ფიქრი. ასეთ ვითარებაში სისტემა თვითონ ხდება დანაშულის ირიბი დამკვეთი, რასაც კრიმინალთან ბრძოლის მოტივით ხსნის. ამაში კი მისი დასაყრდენი საზოგადოებაში არსებული სტიგმებია. ჩვენ ხშირად გვავიწყდება მათ მიერ მოყვანილი სტატისტიკების მიღმა არსებული რეალური ადამიანები, რომელებიც ციხიდან გამოსვლის შემდეგ განწირულები არიან.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი