ახალი ამბები

თურნავა: შინაგანი რწმენა მაქვს, რომ არ მოხდება გაზზე ტარიფების ზრდა

2 აგვისტო, 2019 • 1487
თურნავა: შინაგანი რწმენა მაქვს, რომ არ მოხდება გაზზე ტარიფების ზრდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა არ მოხდება და პანიკის საფუძველი არ არსებობს:

“აქ პანიკის საფუძველი არ არსებობს. მინდა მოგიწოდოთ, ნუ შევქმნით ნეგატიურ მოლოდინებს ამასთან დაკავშირებით. არ მოხდება გაზზე და ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდა. მე ასეთი შინაგანი რწმენა მაქვს და, შარშანაც ჩემმა შინაგანმა რწმენამ გაამართლა.

აქედან გამომდინარე, შარშანაც ახალ წლამდე, მცდელობა და სხვადასხვა განცხადება იყო, რომ გაზის ტარიფები გაიზრდებოდა, და ეს არათუ არ გამართლდა, არამედ გაზის ტარიფები შემცირდა. ასე რომ, შეგიძლიათ სრულიად გვენდოთ ამ თვალსაზრისით” ,- ამბობს ნათია თურნავა.

სემეკი გაზის ტარიფების გადახედვას იწყებს

მასალების გადაბეჭდვის წესი