ახალი ამბები

ზურა კიწმარიშვილი: ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე რამდენიმე პირი დაიკითხება

7 თებერვალი, 2015 • • 1343
ზურა კიწმარიშვილი: ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე რამდენიმე პირი დაიკითხება

ზურა კიწმარიშვილი აცხადებს, რომ ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან რამდენიმე პირის შემხებლობა გამოიკვეთა, რომლებიც უახლოეს მომავალში დაიკითხებიან. ზურა კიწმარიშვილმა ეს განცხადება საქმის გამომძიბლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა: 

 

“არის ისეთი დეტალები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, არ არის გამორიცხული, მივიდეს გარკვეული დანაშაულის კვალამდე და, ბუნბრივია, ეს თუ ასე მოხდა, ეს ნიშნავს საქმის კვალიფიკაციის შეცვლას. ჩვენ გვქონდა უკომპრომისო პოზიცია გამომძიებლების მიმართ. ვითხოვთ ძალიან ზუსტ ახსნას, ზუსტ მოქმედებას სხვადასხვა მიმართულებით. გამომძიებლები დაგვპირდნენ, რომ ამას გააკეთებენ”. 

 

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, გამოძიბა კონკრეტული პირების იდენტიფიცირებას მოახდენს:”არის საუბარი კონკრეტული პირების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით. რაც საგამოძიებო უწყების მხრიდან უნდა განხორციელდეს ძალიან კარგად, დროულად და ადეკვატურად. ამ მოქმედებების განხორციელება არსებითად შეცვლის, ფაქტობრივად, გარემოებებს და, რა თქმა უნდა, შესაძლოა დანაშაულებრივ ქმედებებზე იყოს საუბარი.” 

 

ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ მანქანაში 2014 წლის 15 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღით გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო.

 

ეროსი კიწმარიშვილი
ეროსი კიწმარიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი