ახალი ამბები

თამარ სანიკიძე: საგამოცდო სისტემის ოპტიმიზაციის შესახებ გარკვეული მოსაზრებები გვაქვს

6 თებერვალი, 2015 •
თამარ სანიკიძე: საგამოცდო სისტემის ოპტიმიზაციის შესახებ გარკვეული მოსაზრებები გვაქვს

“გვაქვს მოსაზრება გარკვეული ოპტიმიზაციისა საგამოცდო სისტემაში. ეს ეხება როგორც საატესტატო გამოცდებს, ასევე ეროვნულ მისაღებ გამოცდებს, მაგრამ ჯერჯერობით ეს არის დამუშავების ფაზაში. არ ვარ დარწმუნებული, რომ შემდეგი წლისთვის ეს მოესწრება”,-განაცხადა თამარ სანიკიძე.

 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, მან კონკრეტულად არ იცის, გამოცდების სისტემა რა ფორმით შეიცვლება:

 

“ჯერ არც ერთი სიტყვა არ ვიცი, როგორი ფორმით შეიცვლება. ეს სისტემა კონკრეტულ პრინციპებზე იყო აგებული და კონკრეტულ რეალობას ითვალისწინებდა. სულ მცირე ერთი წლით ადრე უნდა ვიცოდეთ, როგორი იქნება, მაგალითად, უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსება, სახელმწიფო გრანტი როგორ გაიცემა”,- აცხადებს მაია მიმინოშვილი “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

 


საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან მოქმედებს, მას 2011 წლიდან საატესტატო გამოცდებიც დაემატა.

მასალების გადაბეჭდვის წესი