ახალი ამბები

საუდის არაბეთში ქალებს დამოუკიდებლად მოგზაურობის უფლება მიენიჭათ

2 აგვისტო, 2019 •
საუდის არაბეთში ქალებს დამოუკიდებლად მოგზაურობის უფლება მიენიჭათ

საუდის არაბეთის სამეფოს განკარგულების თანახმად, 21 წლის ასაკიდან ქალებს უკვე აქვთ უფლება საზღვარგარეთ დამოუკიდებლად, კაცი მეურვის ნებართვის გარეშე იმოგზაურონ.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.  

BBC-ის ცნობით, პარასკევს მიღებული განკარგულების თანახმად, ქალებს ასევე მიენიჭათ უფლება, პასპორტის ასაღებად ავტორიზაცია მამაკაცებთან ერთად თანაბარ პირობებში გაიარონ.

მათ ასევე დაერთოთ ნება, დაარეგისტრირონ დაბადების, ქორწინებისა და განქორწინების შესახებ განცხადებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი