აშშ 2 აგვსტოს ოფიციალურად ტოვებს რუსეთთან გაფორმებულ ბირთვულ ხელშეკრულებას. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
წლის დასაწყისში აშშ-მა და ნატომ რუსეთი ახალი ტიპის საკრუიზო რაკეტების განლაგების გამო ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულეს. მოგვიანებით ფაქტი უარყო ოფიციალურმა მოსკოვმა. ხელშეკრულება მხარეებს 500-დან 5000 კილომეტრამდე მოქმედი რაკეტებით შეიარაღებას უკრძალავს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელშეკრულებიდან გასვლა თებერვალში დააანონსა. თუ რუსეთის ფედერაცია გააგრძელებდა ხელშეკრულების დარღვევას, შეთანხმებაში დარჩენის ბოლო ვადად ტრამპმა სწორედ 2 აგვისტო განსაზღვრა.
აღნიშნული ბირთვული ხელშეკრულება 1987 წელს გაფორმდა. მასზე ხელს აწერენ აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი.