ახალი ამბები

შსს: აშშ–ისა და შენგენის ყალბ ვიზებს საქართველოში 18 000 დოლარად ამზადებდნენ

6 თებერვალი, 2015 • 1354
შსს: აშშ–ისა და შენგენის ყალბ ვიზებს საქართველოში 18 000 დოლარად ამზადებდნენ

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები პერიოდულად მოქალაქეებს 18 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ უმზადებდნენ აშშ–ისა და შენგების ქვეყნების ყალბ ვიზებს. კერძოდ, ისინი მოქალაქეებს სხვადასხვა ბანკებში წინასწარ არიცხინებდნენ სავიზო აპლიკაციის შესავსებად ოფოციალურ გადასახდელ თანხას, რის შემდეგაც უმზადებდნდნ ყალბ ცნობებს სამუშაო ადგილისა და ყოველთვიური ანაზღაურების შესახებ. ბრალდებულები აღნიშნულ ყალბ ცნობებს ვიზების მიღების მიზნოთ წარადგენდნენ აშშ–ის საელჩოსა და შენგენის წევრი ქვეყნების საელჩოში. გრაფიკული და საბუთების ტექნიკური ექსპერტიზის თანახმად, ბრალდებულები ცნობებზე თავად ახდენდნენ ხელმოწერების გაყალბებას,”– განაცხადეს შსს–ში.

 

როგორც შსს–ში განაცხადეს, ბრალდებულების საცხოვრებელი ბინების, სამუშაო ოფისისა და ავტომანქანის ჩრეკისას, ყალბი დოკუმენტები, სხვადასხვა ორგანიზაციის ბეჭდები, 29 000 აშშ დოლარი და 2 000 ევრო ამოიღეს. შსს–ს განცხადებით, ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

 

გამოძიება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღება-შეძენისა და გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი