ახალი ამბები

თბილისში კაცმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი მიიმალა – შსს

1 აგვისტო, 2019 • 1406
თბილისში კაცმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი მიიმალა – შსს

დღეს, პირველ აგვისტოს, თბილისში კაცმა ცოლი დაჭრა, შემდგომ კი მიმალვა სცადა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინა, რომ კაცმა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, კონფლიქტი დროს მეუღლეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი მიიმალა.

შსს წერს, რომ ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, კაცი კი ცხელ კვალზე, რამდენიმე საათის შემდეგ ახმეტაში დააკავეს.

გამოძიება მეუღლის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი