სასამართლოს უპატივცემულობაში ბრალდებულ ზვიად კუპრავას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო.
კუპრავა უკვე 6 თვეა პატიმრობაში იმყოფება სხვა საქმეზე, შესაბამისად, მას სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე ციხეში გატარება 3 თვე მოუწევს.
მუხლი 366. სასამართლოს უპატივცემულობა
1. სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რაც გამოიხატა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფით, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.