ახალი ამბები

მცხეთაში 1,4 მლნ ლარის ღირებულების მიწის უკანონოდ დაუფლების ბრალდებით 5 პირი დააკავეს

5 თებერვალი, 2015 • 1172
მცხეთაში 1,4 მლნ ლარის ღირებულების მიწის უკანონოდ დაუფლების ბრალდებით 5 პირი დააკავეს

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის მაისის თვეში, ქ. მცხეთის ყოფილი მთავარი არქიტექტორი, მის მიერვე შექმნილ ორგანიზებული-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთა-მთიანეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილ უფროსთან, ქ. მცხეთის ნიჩბოსნობის სასპორტო სკოლის დირექტორთან და კიდევ ორ მოქალაქესთან ერთად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლა ქ. მცხეთაში, ფარნავაზის მოედნის მიმდებარედ 8 366 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს და მასზედ განთავსებულ 125 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლებებს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 2008 წლის მაისის თვის მდგომარეობით შეადგენდა 1 425 333 ლარს,”– ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 362-ე, 332-ე და 341-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

 

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გრძელდება გამოძიება ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების იდენტიფიცირების მიზნით.

მცხეთა. ფოტო – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
მცხეთა. ფოტო – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

 

მასალების გადაბეჭდვის წესი