ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

რამდენიმეწლიანი დავის შემდეგ კონფლიქტის ზონაში მოქალაქეს ნაკვეთს დაურეგისტრირებენ

31 ივლისი, 2019 • 2137
რამდენიმეწლიანი დავის შემდეგ კონფლიქტის ზონაში მოქალაქეს ნაკვეთს დაურეგისტრირებენ

რამდენიმეწლიანი სამართლებრივი დავის შემდეგ საქართველოს საჯარო რეესტრთან, მოქალაქე ილია ბერუაშვილს, რომელიც კონფლიქტის ზონაში კუთვნილი მიწის დარეგისტრირებას ითხოვდა, საჯარო რეესტრი დაურეგისტრირებს მის საკუთრებას.

“ილია ბერუაშვილმა მოიგო სასამართლო დავა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დაარეგისტრირებს მის საკუთრებას”, – განუცხადეს ნეტგაზეთს საჯარო რეესტრში.

კონფლიქტის ზონის სოფელ დიცში მცხოვრებ ილია ბერუაშვილზე რეპორტაჟი ამერიკის ხმამ მოამზადა. როგორც გამოცემა წერს, ბერუაშვილი 2013 წლის შემდეგ საჯარო რეესტრს იმ მიწის დარეგისტრირებას სთხოვდა, რომელსაც განკარგავდა. პროცესი რამდენიმე წელია გრძელდება.

საჯარო რეესტრი აქამდე იმ მოტივით არ არეგისტირებდა მიწას, რომ აღნიშნული “ტერიტორია ოკუპირებულია”, თუმცა თავად ბერუაშვილი ამტკიცებს, რომ ამ ადგილის ოკუპირებულობა სინამდვილეს არ შეესაბამება. შესაბამისად, დავამ სასამართლოში გადაინაცვლა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ილია ბერუაშვილი გაამართლა და საჯარო რეესტრს დაავალა დიცში მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, თუმცა საქმე რეესტრმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც სახელმწიფო უწყება ასევე დამარცხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი