ახალი ამბები

სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობა დროებით შეჩერდა

4 თებერვალი, 2015 • • 1693
სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობა დროებით შეჩერდა

მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მშენებლობის მიმდინარეობის დროს დაფიქსირებული ხარვეზების გამო კომპანიას სამუშაოები შეაჩერებინა.

 

ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი ივანე ყანდაშვილი ამბობს, რომ კომპანიას არ აქვს წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც მათ შეეძლებათ სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება.

 

“ჯერ მუშაობა და მერე დოკუმენტაციის დასაბუთება არ შეიძლება”, – ამბობს ყანდაშვილი.

 

კომპანიის წარმომადგენელი, რომლის მფლობელობაში სამშენებლო ტერიტორიაა, ამბობს, რომ 27 იანვარიდან მოყოლებული ისინი მუშაობდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დავალებული ხარვეზების გამოსწორებაზე და პარალელურად მიმდინარეობდა სამუშაოები, თუმცა მერიამ დღეს მათ მუშაობის ნება არ მისცა.

 

“ჩვენ ვასრულებდით მერიის ზედმხედველბის სამსახურის მითითებებს, თუმცა აქ მოსულებს გაურკვეველი ვითარება დაგვხვდა. არ გვაძლევენ მშენებლობის გაგრძელების საშუალებას”, – ამბობს “ტიფლის ბიზნესჯგუფის” დირექტორი ნიკოლოზ ფორჩხიზე.

 

პარტიზანული მებაღეობის წევრი ნატა ფერაძე ამბობს, რომ მერიის წარმომადგენლები აქ დილიდან იმყოფებოდნენ. თუმცა რეაგირება დარღვევაზე მას შემდეგ მოხდა, რაც ხალხი შეიკრიბა. მისი თქმით, გაკეთებულია თხრილი, რომელიც გაცდენლია წითელ ხაზს.

 

“იყო შემდეგი დარღვევები, ბანერის არარსებობა, დარღვეული იყო ღობის უსაფრთხოება და წითელი ხაზის გადაცდომა. მოსულია პატრული იმის გამო, რომ თითქოს ჩვენ ხელვყოფთ სხვის საკუთრებას. კომპანიის წარმომადგენლები რასაც ამბოენ, არც ერთი სიტყვა არ დაიჯერება. ჩვენ გვაქვს ფოტოდოკუმენტაცია, რომ ეს ღობე აქ არ იყო და მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები. კონკრეტულად თხრილი, რომელსაც ახლა ხედავთ, სცდება წითელ ხაზს. დღეს გამოვიძახეთ მერიის სამსახური, რომელიც არის უუნარო და მხოლოდ ოქმების წერა შეუძლია. შაბათ მერიის სამსახურმა გვისაყვედურა, სად ხართ ამდენ ხანს, ჩვენ ვერ ვაჩერებთ სამუშაოებსო”, – ამბობს ნატა ფერაძე.

 

თბილისის მერიამ ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლი კომპანია დააჯარიმა, ხოლო ხარვეზის გამოსწორებამდე მათ სამუშაოები გაგრძელების უფლება არ ჰქონდათ. გარემოს დამცველები სასტმროს მშნებელობას ეწინააღმდეგებიან და აქციებს მართავენ.

ადგილი, სადაც რესტორანი ბუდაპეშტი იდგა
ადგილი, სადაც რესტორანი ბუდაპეშტი იდგა

მასალების გადაბეჭდვის წესი