ახალი ამბები

31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა

31 ივლისი, 2019 • 1214
31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაცული ტერიტორიების ყველა რეინჯერს პროფესიულ დღეს ულოცავს.

„საქართველოს დაცულ ტერიტორიებს  დღეს 400- მდე რეინჯერი იცავს. 

საფრთხეებისგან დაზღვევა, ბრაკონიერობის ფაქტის აღვეთა, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, სისუფთავეზე ზრუნვა, საჭიროების შემთხვევაში ვიზიტორთა დახმარება – ეს  არასრული ჩამონათვალია იმ საქმიანობისა, რომელშიც რეინჯერები არიან ჩართული.

ჩვენს რეინჯერებს განსაკუთრებული მისია აქვთ, მათ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგანძურის, ჩვენი უნიკალური ბუნების დაცვა და მასზე ზრუნვა ევალებათ. რეინჯერები, ძალიან ხშირად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებენ  სამსახურეობრივ მოვალეობას. დაცული ტერიტორიების დაცვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია ჩვენი რეინჯერების სამუშაო უსაფრთხოებაზე ზრუნვა. თითოეულ რეინჯერს ვულოცავ დღევანდელ დღეს და წარმატებებს ვუსურვებ. პატივს მივაგებ ყველა იმ რეინჯერის ხსოვნას, რომელმაც პროფესიული მოვალეობის შესრულებას სიცოცხლე შესწირა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი