ახალი ამბები

საქართველოდან ოსკარისთვის დიტო ცინცაძის ფილმი “შინდისი” იბრძოლებს

31 ივლისი, 2019 • 2963
საქართველოდან ოსკარისთვის დიტო ცინცაძის ფილმი “შინდისი” იბრძოლებს

საქართველოს კანდიდატი ფილმი ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის იქნება დიმიტრი ცინცაძის “შინდისი”. გადაწყვეტილება სეპციალურად შექმნილმა კომისიამ მიიღო ფარული კენჭისყრის საფუძველზე.

“შინდისი” 2008 წლის ომის მოვლენებს ეხება. სცენარის ავტორი ირაკლი სოლომანაშვილია. მთავარ როლებში თამაშობენ მსახიობები: გიგა პიპინაშვილი, დათო ბახტაძე, თამუნა აბშილავა, მარიამ ჯიბლაძე.

ოფიციალურ სინოფსისში ვკითხულობთ:

“სოფელი, რომელშიც ომმა გაიარა. რეალურად მომხდარი ამბავი ჩვენი დროის კავკასიური ომიდან. ადგილობრივი გლეხების თავდადება და ჩასაფრებაში მომწყვდეული ჯარისკაცების ბრძოლა სიცოცხლისთვის”

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 5 ქართული ფილმი იბრძოდა:

  1. ნინო ჟვანიას “აღლუმი”
  2. მარი გულბიანის დოკუმენტური ფილმი “სანამ მამა დაბრუნდება”
  3. დიმიტრი ცინცაძის “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე”
  4. გიგიშა აბაშიძის “მეზობლები”
  5. დიმიტრი ცინცაძის “შინდისი”

სპეციალური კომისია, რომელმაც ფარული კენჭისყრის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება:

  1. გაგა ჩხეიძე – ეროვნული კინოცენტრის დირექტორი
  2. ნინო ანჯაფარიძე – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
  3. ნანა დოლიძე – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
  4. გიორგი ხარებავა – კინოსტუდია “ქართული ფილმი”
  5. სულხან თურმანიძე – პროდიუსერი
  6. ზურაბ ინაშვილი – რეჟისორი
  7. ანკა კალატოზიშვილი – დამდგმელი მხატვარი
  8. სალომე კიკალეიშვილი – კინოკრიტიკოსი
  9. გიორგი მასხარაშვილი – რეჟისორი
  10. არჩილ შუბაშვილი – კინოკრიტიკოსი
  11. თემურ ჩხეიძე – რეჟისორი
  12. ნატა მურვანიძე – მსახიობი

გამარჯვებული ფილმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ოსკარის კამპანიაში ჩაერთვება და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი