ახალი ამბები

ყვარელში მაშველებმა მუშა ნანგრევებიდან ამოიყვანეს

31 ივლისი, 2019 • 1156
ყვარელში მაშველებმა მუშა ნანგრევებიდან ამოიყვანეს

ყვარელში მაშველებმა გადაარჩინეს მუშა, რომელიც ნანგრევებში მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

უწყების თქმით, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის დროს ჩამოინგრა კედელი, რომელმაც ქვეშ მუშა მოიყოლა.

“ნანგრევების ქვეშ იქნა ნაპოვნი მუშა, რომელიც იყო კონტაქტური. მაშველებმა მუშის გადარჩენა და ამოყვანა დროულად მოახერხეს. მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილია სტაციონარში. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე მუშაობდა 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი,“ – წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი