ახალი ამბები

კომერციულ ბანკებში $1-ის ღირებულებამ 3 ლარს გადააჭარბა

31 ივლისი, 2019 • 933
კომერციულ ბანკებში $1-ის ღირებულებამ 3 ლარს გადააჭარბა

კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3 ლარს გადააჭარბა. ამ დროისთვის [12:15] “საქართველოს ბანკში”, “თიბისი ბანკსა” და “პროკრედიტ ბანკში” 1 დოლარის ყიდვა 3.015 ლარადაა შესაძლებელი.

ეს იმ ფონზე, როცა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 31 ივლისისთვის 2.9507 ლარია.

ამასთან, ბლუმბერგის ტერმინალზე 1 აშშ დოლარის ღირებულება ამ დროისთვის [12:15] 2.9575 ლარია.

რაც შეეხება ევროს, “თიბისი ბანკში” 1 ევრო 3.3740 ლარი ღირს, “საქართველოს ბანკში” – 3.38, ხოლო “პროკრედიტ ბანკში” 1 ევროს ღირებულება 3.36 ლარია. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ევროსთან მიმართებით 3.2889-ა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი