ახალი ამბები

დაპირისპირება ვაზაგაშვილის საქმეზე დაკავებულების პროცესის დაწყებამდე

4 თებერვალი, 2015 • • 1509
დაპირისპირება ვაზაგაშვილის საქმეზე დაკავებულების პროცესის დაწყებამდე

“ჩვენი პოზიცია იქნება, რომ აღვეთის ღონისძიება არ იყოს გამოყენებული. პატიმრობის გამოყენების უცილობელი პირობა არის მიმალვის საფრთხე. გვაქვს მტკიცებულებები, რომ ირაკლი ფირცხალავა და მათი თანამებრძოლები თვეების წინ ავრცელებდნენ განცხადებას იმის შესახებ, რომ მოსალოდნელია მათი დაპატიმრება და ამის შესახებ მათ აქვთ ინფორმაცია და ადასტურებდნენ და გამორიცხავდნენ მიმალვის საფრთხეს იმთავითვე, გამოთქვამდნენ მზადყოფნაას ნებისმიერ დროს გამოცხადებულიყვნენ საგამოძიებო ორგანოში ჩვენების მისაცემად”, – ამბობს დავით ხაჟომია.

 

ადვოკატები აპირებენ, რომ ირაკლი ფირცხალავასთვის და გიორგი ცააძისთვის 10 ათასი, ლევან ბეროძისთვის 2 ათასი, გიორგი კვინიკაძისთვის 5 ათასი ლარი გირაოს შეფარდება მოითხოვონ. 

 

სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასმაართლოში 10:30 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ჯერ არ დაწყებულა. პროცესზე დასწრების ბევრი მსურველია, რომლებიც დარბაზში სავრაუდოდ ვერ დაეტევიან.

 

სასასამართლოში პროცესის დაწყებამდე იყო დაპირისპირება. სასამართლოში მივიდა ირაკლი კაკაბაძე. ის მოითხოვდა, რომ პროცესი დიდ დარბაზში ჩატარდეს, თუმცა, სასამართლოს განმარტებით, დიდი დარბაზში სხვა პროცესია დანიშნული. სასამართლოს ტერიტორიაზე მობილიზებლი არის პოლიცია.

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმეზე 11 პირი დააკავა და საქმე გახსნილად გამოაცხადა.

 

დაკავებულები არიან: შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი; სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე. ხოლო ერთი პირის – შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ.

 

საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას”,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სასამართლო
სასამართლო

მასალების გადაბეჭდვის წესი