ნეტგაზეთი | სალია: ხალვაში ბანკში ტელევიზიისთვის თანხების მობილიზებისთვის იმყოფებოდა სალია: ხალვაში ბანკში ტელევიზიისთვის თანხების მობილიზებისთვის იმყოფებოდა – Netgazeti
RU | GE  

სალია: ხალვაში ბანკში ტელევიზიისთვის თანხების მობილიზებისთვის იმყოფებოდა

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის, პაატა სალიას თქმით, ქიბარ ხალვაში დღეს “საქართველოს ბანკის” “სოლოს” ფილიალში ტელეკომპანიისთვის თანხების მოსაძიებლად იმყოფებოდა:

“ჯერჯერობით კომპანიაში ხდება ის, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობთ იმ საკითხების გადაწყვეტაზე, რაც არის პირველ რიგში გადასაჭრელი.  ბანკშიც სწორედ ამიტომ იყო ხალვაში, რომ გარკვეული თანხების მობილიზებაა საჭირო იმისთვის, რომ კომპანია არ გაჩერდეს, ამას ვაკეთებთ.

მე ვთქვი, რომ ხალვაში ეცდება მოიზიდოს. მისი თანხებია, უბრალოდ, მე მის მაგივრად ვერ განვკარგავ მის თანხებს. მე დეტალებზე ვერ გესაუბრებით. მე იმის თქმა შემიძლია, რომ ვმუშაობთ, არსებული ამოცანები გადავწყვიტოთ, ჟურნალისტებმა იმუშაონ, გააგრძელონ თავიანთი საქმის კეთება”, – თქვა სალიამ ტელეკომპანიის დამფუძნებლებთან, დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც “სოლოში” გაიმართა.

სალიამ ასევე აღნიშნა, რომ თანხების მობილიზება საჭიროა იმისთვის, რომ ჟურნალისტებს ხელფასი გადაუხადონ, საწვვი შეიძინონ და ა.შ:

“იმისათვის, რომ ხვალ დარჩენილი ხელფასები გადავიხადოთ, იმისთვის, რომ საწვავი და ელემენტები ვიყიდოთ და ბევრი პრობლემა გადავწყვიტოთ”, – თქვა პაატა სალიამ.

შეხვედრის შესახებ დეტალურად წაიკითხეთ:

ხალვაში: დვალს და აქიმიძეს რ2-ის 40% შევთავაზე, ბედნიერება ვერ შევატყვე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.