ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საერთაშორისო ორგანიზაციები ქართული პროექტების ავლით მუშაობენ ჩვენთან – აფხაზი მინისტრი

30 ივლისი, 2019 • 1168
საერთაშორისო ორგანიზაციები ქართული პროექტების ავლით მუშაობენ ჩვენთან  – აფხაზი მინისტრი

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე 29 ივლისს სოხუმში შეხვდა აფხაზეთის ტერიტორიაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრის დეტალებზე ინფორმაციას თავად დე ფაქტო საგარეო უწყება ავრცელებს.

საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა კოვემ დაიწყო შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრზე, ქეთევან ციხელაშვილზე საუბრით, რომელმაც, დაურ კოვეს განცხადებით, 23 ივლისს არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

“ქალბატონმა ციხელაშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა პროექტი აფხაზეთის ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს პროექტებისა და ახალი ინიციატივის “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” ფარგლებში. აღნიშნული ინფორმაციის სინამდვილესთან შეუსაბამობის გათვალისწინებით, მოგვიანებით პუბლიკაციაში გარკვეული კორექტირებები იყო შეტანილი”.

აფხაზი მინისტრი აცხადებს, რომ ყველა პროექტი აფხაზეთის ტერიტორიაზე ხორციელდებ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, უშუალოდ მათი მანდატის შესაბამისად, და დეზინფორმაცია, რომელსაც მისი თქმით, ქართული მხარე ავრცელებს, მომავალ თანამშრომლობას ავნებს.

“ნებისმიერი მსგავსი პროვოკაციულ გამოვლინებას შეიძლება უკიდურესად ნეგატიური შედეგი ჰქონდეს”.

აქვე, უწყება ასახელებს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მუშაობენ: Danish Refugee Council, HALO TRUST, Hazardous Area Life-Support Organization, Action Against Hunger, UN Women, UNHCR, UNDP, UNICEF, International Committee of the Red Cross და World Vision International (WV).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი