ახალი ამბები

მარჯვენა სანაპიროზე მოტოციკლი ავტომობილს დაეჯახა

30 ივლისი, 2019 • 1241
მარჯვენა სანაპიროზე მოტოციკლი ავტომობილს დაეჯახა

თბილისში ავტოავარიის შედეგად ერთი პირი დაშავდა. სწორედ ის მართავდა მოტოციკლს, რომელიც ავტომობილს დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სხვა არავინ დაშავებულა. შემთხვევა 29 ივლისს, ღამით, “ვეფხი და მოყმის” ძეგლთან მოხდა.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდეექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი